saqarTvelos qedebi - qarTlis qedi

ტერიტორიული ერთეული დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები
კოორდინატები 42°21`42` ჩ. გ. 45°03`33` ა. გ.
უმაღლესი წერტილი ჭიჩო
სიმაღლე 3084 მ
სიგრძე 100 კმ

 

ისტორიული სახელწოდება: ფშავის ქედი.

ქედი საქართველოში, დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.

გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოქედს, გამოეყოფა მთავარ ქედს დიდ ბორბალოს მთასთან, ჭიჩოს მთამდე მიემართება დასავლეთისკენ, შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილთან. ქედზე გადადის უღელტეხილი ფუტკარული.

ქართლის ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩო (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედის დასაწყისი, განედური ნაწილი, მწვერვალებით 3000 მ-ზე მაღლაა აღმართული, შემდეგ მდინარე ჩარგლულის ხეობის სათავესთან დაბლდება 2767 მ-მდე, სამხრეთ დაბოლოებასთან კი 1400-1600 მ-მდე ეშვება.

აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენუერი ნალექი ქანებით. ჭიჩოს მთის კალთებზე შემონახულის ძველი გამყინვარების კვალი - კარები, ცირკები, პატარა ტროგები. ქედის უმეტესი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი.

ქართლის ქედის თხემურ ზოლში სამხრეთით მწვერვალი ემისნიშამდე ალპური მდელოებია, უფრო სამხრეთით, თიანეთის ქვაბულის საზღვრამდე, თხემზე ნატყეური მდელოებია.